top of page

THE WORLD’ S FINEST PROPERTY AWARD

„შენება შეგნებით“

მსოფლიო დონის სამშენებლო მასალების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შტოს“ მიერ ჩატარებული კონფერენცია ადგილობრივი გამოწვევებისა და გადაწყვეტილებების შესახებ

IMGL5119.jpg

15 ნოემბერს, საქართველოში უძრავი ქონების წამყვანი ჰაბის - Property Georgia-სა და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ადგილობრივი წარმომადგენლობის - FIABCI Georgia-ს ორგანიზებით და  კომპანია Digital Area-ს მხარდაჭერით თბილისში ჩატარდა კონფერენცია სამშენებლო საქმიანობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების თემაზე. პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდა შენობების მოსაპირკეთებელი მასალებისა და სისტემების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შტოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი დანიელ ლინდლი. მისი პრეზენტაცია ეხებოდა კომპანიის ფილოსოფიას და ჯანსაღი გარემოსადმი ინოვაციურ მიდგომებს. 

გერმანულ მხარესთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი არქიტექტორები, ასევე კერძო სექტორისა და საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები. დანიელ ლინდლის მიერ გაზიარებული გამოცდილება დაფუძნებული იყო სამშენებლო წარმოებისადმი მეცნიერულ მიდგომებზე, რაც თავის მხრივ გარემოზე ზრუნვაზე მიუთითებს.

მსოფლიოს მასშტაბით მზარდი ურბანული მიგრაციიდან გამომდინარე, მშენებლობის სექტორისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ურბანული განვითარების შესახებ უახლესი ინოვაციებისა და ტენდენციების, განსაკუთრებით კი პრაქტიკული მაგალითების შესწავლა.

Property Georgia და FIABCI Georgia, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აგრძელებენ მდგრადი და მედეგი ქალაქების შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოებას.

71 ვ. ფშაველას გამზირი; 0186, თბილისი

ტელეფონი:  +995 595 30 05 05 
ელფოსტა:  info@fiabcigeorgia.ge

Powered By

Organizers 

Copyrights © 2019 All Rights Reserved by FIABCI-Georgia.

EU_GEO_02 (1).png
bottom of page